LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო/ვიდეო: „რა მოხდება, თუ ხვალ გულის შეტევა დამემართება…?“- კოლინ ფარელს სურს, შვილი სკოლა-ინტერნატში მიაბაროს – 48 წლის მსახიობის ემოციური ინტერვიუ

3654
page

როგორც ცნობილია, კოლინ ფარელის შვილს, ჯეიმსს, „ანგელმანის სინდრომი“ აქვს. მსახიობმა გადაწყვიტა, რომ საკუთარი საქველმოქმედო ფონდი ამ დაავადების მქონე ადამიანებისათვის დაეთმო და მათ მკურნალობასა და სხვა საჭირო პროცედურებში დახმარებოდა.

„ამ თემაზე პირველად ვსაუბრობ. ჯეიმსს ვერ ვკითხავ, სურს თუ არა ამის გაკეთება. მე მას ისე ვესაუბრები, თითქოს ის 20 წლისაა, სრულყოფილად ფლობს ინგლისურს და მისი ასაკისათვის შესაბამის სხვა შემეცნებით უნარებს. მაგრამ, ვიცი, რომ მისგან პასუხებს ვერაფერზე მივიღებ. მისით ყოველდღე ვამაყობ. ვფიქრობ, ის უბრალოდ ჯადოსნური ადამიანია“, – განაცხადა მსახიობმა გასულ წელს გამოცემა People-თან ინტერვიუში.

აღსანიშნავია, რომ ჯეიმსს არ შეუძლია საუბარი და უჭირს დამოუკიდებლად ჭამა, ამიტომ განსაკუთრებულ მოვლას საჭიროებს.

ახლახან, კოლინმა საოცრად ემოციური განცხადება გაავრცელა. ის ამბობს, რომ ყველასათვის უკეთესი იქნება, თუკი ჯეიმსს სპეციალურ სკოლა-ინტერნატში მიაბარებენ.

„ეს ძალიან რთულია. ზოგიერთი მშობელი ამბობს, რომ შვილზე ზრუნვა თავად სურს და მე ამას პატივს ვცემ. თუმცა, მე გამუდმებით ერთი საკითხი მაღელვებს, რა მოხდება, თუ ხვალ გულის შეტევა დამემართება ან კიმი (ჯეიმსის დედას) ავარიაში მოხვდება…? ჯეიმსი მარტო დარჩება. ის სახელმწიფოს მეურვეობის ქვეშ აღმოჩნდება და სად მოხვდება? ჩვენ გვინდა ვიპოვოთ ადგილი, რომელიც ძალიან მოგვეწონება. გვსურს ჯეიმსი ინტერნატში მივაბაროთ, რომ შეგვეძლოს მისი მონახულება, ხანდახან სახლში წამოყვანაც, ეს ოპტიმალური გადაწყვეტილებაა. ასე ისიც და ჩვენც მშვიდად ვიქნებით, იქ მას ბევრად უკეთ მიხედავენ“, – განუცხადა 48 წლის კოლინმა გამოცემა Candis-ს.

ცნობისთვის, „ანგელმანის სინდრომი“ გენეტიკური დაავადებაა, რომელიც განვითარებით შეფერხებებსა და ნევროლოგიურ პრობლემებს იწვევს. მას ახასიათებს მეტყველების უნარის დაქვეითება, კრუნჩხვები, ქაოსური მოძრაობები, უკონტროლო სიცილი, ბალანსის დაქვეითება და ზოგიერთ შემთხვევაში, გულყრები.

შეგახსენებთ, ჯეიმსის გარდა, ფარელს კიდევ ერთი შვილი ჰყავს, ჰენრი. ის 2009 წელს პოლონელი მსახიობის, ალისია ბაჰლედასგან ეყოლა. წყვილი ერთმანეთს 2010 წელს დაშორდა. რაც შეეხება ჯეიმსს, მისი დედა კანადელ მოდელი, კიმ ბორდენეივია. კოლინი და კიმი უკვე მრავალი წელია ერთად აღარ არიან, თუმცა შვილზე ორივე თანაბრად ზრუნავს.

„ანჯელინა ჯოლი კოლინ ფარელზე კვლავ შეყვარებულია, ის აღფრთოვანებულია მისით“ – რაც წერს დასავლური მედია

„ერთმანეთს თავს ვესხმოდით და საწოლში ნამდვილ ორთაბრძოლებს ვმართავდით“ – ბრიტნი სპირსი კოლინ ფარელთან რომანის პიკანტურ დეტალებს ასაჯაროებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები