„ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისთან ხმაური იყო. 10-მდე პირი პარტიის ტერიტორიაზე მივიდა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
„რაც ჩვენს ოფისში ხდებოდა, ნათლად აჩვენებს თუ რა მდგომარეობაშია „ქართული ოცნება“, არიან შეშინებულები“, – განაცხადა „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა სოფო ჯაფარიძემ და აღნიშნა, რამდენიმე საათი დარჩა, რომ ქვეყანამ ამოისუნთქოს.
„ეს რაც ჩვენს ოფისში ხდებოდა, ნათლად აჩვენებს თუ რა მდგომარეობაშია „ქართული ოცნება“, არიან შეშინებულები და აგრესიაზე არიან გადასულები, მაგრამ ვერ შეგვაშინებენ. ბიძინა ივანიშვილს მივმართავ, ვერ შეგვაშინებ, ვერ გაგვტეხ, ვერ გაგვაჩერებ, დიახ, რამდენიმე საათში დასრულდებით, რამდენიმე საათში დასრულდება თქვენი დრო და ჩვენი ქვეყანა ერთხელ და სამუდამოდ შვებით ამოისუნთქებს“, – განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისს, 30-მდე პირი დაესხა თავს. მათ ადგილზე პარტია „ქართული ოცნების“ დროშები აქვთ მოტანილი.
ჯგუფი, რომელიც კოალიციის ოფისის ტერიტორიაზე შევიდნენ, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიტიკური მოძრაობის წევრს.
ფოტო/ვიდეო: რადიო „ფორტუნა“