ნიუ-იორკში SNL-ის 50 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რომელსც უამრავი ვარსკვლავი დაესწრო.
წითელ ხალიჩაზე შერის გამოჩენა სენსაციად იქცა, 78 წლის ლეგენდარული არტისტი შავ ატლასის კაბასა და ამავე ფერის ქურქში გამოჩნდა და როგორც ყოველთვის, შეუდარებლად გამოიყურებოდა.
მას თან საყვარელი მამაკაცი, ალექსანდერ ედვარდსი ახლდა, რომელიც საყვარელ ქალს გვერდიდან არ შორდებოდა. აშკარაა, 78 წლის შერი და 39 წლის ალექსანდერი ერთმანეთზე საოცრად შეყვარებულნი არიან.
ცნობისთვის, ისინი უკვე ორ წელზე მეტია ერთად არიან.
„ნუთუ ეს ქალი 78 წლისაა?!“ – შერის გამოჩენამ დიდი აღფრთოვანება გამოიწვია




