რუსკა მაყაშვილი დედა მეორედ გახდა. მას გოგონა, კატო შეეძინა. რუსკამ ახლახან „ინსტაგრამზე“ ახალი ფოტოები და ვიდეოები გამოაქვეყნა, როგორ დატოვა კლინიკა პატარა კატოსთან და ქმარ-შვილთან ერთად.
რუსკა ჟურნალ „გზისთვის“ მიერ მიცემულ ერთ-ერთ ინტერვიუში დედა-შვილობაზე საუბრობდა და აღნიშნავდა:
„დედაშვილობის გამოსახატად მგონი, რაღაც ახალი სიტყვა უნდა მოვიფიქროთ. არც საოცარი, არც კარგი, არც ძლიერი – არც ერთი სიტყვა არ გამოხატავს დედის სიყვარულს. ეს გრძნობა სცდება მთელ გალაქტიკას…“