ისევე, როგორც პრეზიდენტის ინაუგურაციაზე, ახლაც, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, წითლისა და თეთრის კომბინაცია შეარჩია. წითელ ხალიჩაზე მან ამავე ფერის ფართო შარვალი, ულამაზესი კრემისფერი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი და გრძელი თეთრი პიჯაკი მოირგო. რასაკვირველია, ჩაცმულობა საქართველოს დროშის ფერებს იმეორებს.
სალომე ზურაბიშვილი ზოგადად დიდ ყურადღებას აქცევს ჩაცმულობას და ყოველთვის შესანიშნავად გამოიყურება – მას განსაკუთრებულად უყვარს პიჯაკებისა და შარვლების, ასევე პიჯაკებისა და ქვედაბოლოების კომბინაცია, დიდი და ორიგინალური სამკაულები და მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი. საქართველოს პრეზიდენტს იშვიათად აცვია შავი ფერის სამოსი და უფრო მეტად სიჭრელესა და ფერადოვნებას ანიჭებს უპირატესობას.