ვარსკვლავური მამა-შვილი, არნოლდ და პატრიკ შვარცენეგერები გამოცემა Variety-ის სტუმრები არიან. ფოტოსესია საოცრად თბილი, პოზიტიური და დასამახსოვრებელი გამოვიდა.
77 წლის ლეგენდარული მსახიობი და მისი შვილი, რომელიც ახლა 31 წლისაა, დახვეწილ კოსტიუმებში იყვნენ გამოწყობილნი და საოცრად ელეგანტურად გამოიყურებოდნენ.
პატრიკმა გაგვიზიარა, როგორ შეძლო მაყურებლის მოხიბვლა სერიალში, „თეთრი ლოტოსი“ და როგორ აღმოჩნდა, რომ სერიალის შემქმნელი, მაიკ უაიტი თავდაპირველად თავს იკავებდა როლზე მისი დამტკიცებისგან. საუბარი შეეხო იმ ზეწოლასაც, რასაც ცნობილი ადამიანების შვილები განიცდიან და იმას, თუ როგორ ცდილობს პატრიკი საკუთარი გზის გაკვლევას და ინდივიდუალური წარმატების მოპოვებას კინოინდუსტრიაში.




