LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო/ვიდეო: თეთრი გედი, მოვერცხლილ კაბაში – 62 წლის დემი მურის გაბრწყინება „ოსკარების“ წითელ ხალიჩაზე

185
page

ლოს-ანჯელესში „ოსკარის“ რიგით 97-ე დაჯილდოება გაიმართა. ვნებათაღელვის პირველმა ტალღამ უკვე ჩაიარა და ახლა მთავარი თემა წითელი ხალიჩა და ვარსკვლავების ჩაცმულობა.

ვის რა ეცვა? – ფოტოები „ოსკარების“ წითელი ხალიჩიდან

მართალია, დემი მურმა ოსკარი „საუკეთესო მსახიობი ქალის“ ნომინაციაში ვერ მოიპოვა, თუმცა, ის ყურადღების მიღმა ნამდვილად არ დარჩენილა.

62 წლის მსახიობი, რომელიც კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდოს მოსაპოვებლად ფილმისთვის „სუბსტანცია“ იბრძოდა, წითელ ხალიჩაზე სადა, ვერცხლისფერი კაბით გამოჩნდა.

ეს გახლდათ „არმანის“ გრძელი, სხეულზე მომდგარი კაბა, რომელიც ვერცხლისფერი ქვებით იყო გაწყობილი. მის „ლუქს“ „კრისტიან ლაბუტენის“ ფეხსაცმელი და „ჩოპარდის“ სამკაულები ასრულებდა.

„ბოტეგა ვენეტას“ ტყავის კაბა და Tiffany & Co.-ს ჰაეროვანი ყელსაბამი – 62 წლის დემი მური შთამბეჭდავ კადრებს გვიზიარებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები