46 წლის მსახიობი, ოსკარ აიზეკი გამოცემა GQ-ს გარეკანზე მოხვდა. ჰოლივუდის ერთ-ერთმა ყველაზე მრავალმხრივად ნიჭიერმა მსახიობმა გამოცემას ინტერვიუ მისცა.
ინტერვიუში მან ისაუბრა დიდ და დატვირთულ როლზე, გილიერმო დელ ტოროს ფილმში „ფრანკენშტეინი“.
„ფილმის ახალ ვერსიაში, ვიქტორში არის ძალიან დიდი რისხვა. არსებისთვის და ადამიანად ყოფნისათვის საჭიროა მიტევება. მაგრამ ამისთვის დიდი გამძლეობაა აუცილებელი“, – განაცხადა „ფრანკენშტეინის“ ვარსკვლავმა.
მან განმარტა, რომ ფილმის მთავარი გმირი არ არის მხოლოდ მეცნიერი, ის სულიერ ტრავმებსა და განდეგილობის განცდას ებრძვის და წინააღმდეგობებთან მებრძოლ ადამიანად გვევლინება.
ცხადია შთამბეჭდავი გამოვიდა მისი ფოტოსესიას. ოსკარი ელეგანტურ „ლუქებში“ პოზირებდა და ჩვეულ შარმს აფრქვევდა.
ცნობისთვის, გამოცემა GQ-მ ოსკარ აიზეკი „წლის მამაკაცად“ დაასახელა.
პირველი კადრები გილერმო დელ ტოროს ,,ფრანკენშტაინიდან”, რომელშიც ოსტინ ბატლერი მონაწილეობს
ფოტო: ოსკარ აიზეკმა ბერლინში ქვედაბოლოთი გაიშრიალა და ის მაინც საოცრად მამაკაცურია