10 ოქტომბერს ცნობილი კარდიოქირურგის, ლევან ქარაზანაშვილის მეუღლემ ქეთი ძიგუამ, დაბადების დღე ოჯახისა და მეგობრების გარემოცვაში აღნიშნა.
დაბადების დღის წვეულებაზე გადაღებულ კადრებს წყვილი საკუთარ გამომწერებს სოციალურ ქსელში უზიარებს.
აღსანიშნავია წვეულების ერთ-ერთი სიმბოლო, სანთლებით გაფორმებული ულამაზესი ტორტი, რომელიც ლევან ქარაზანიშვილმა მეუღლეს მიართვა. ტორტზე სანთლები კი ქეთიმ მეუღლესთან და მათ უსაყვარლეს ქალიშვილთან, მატილდესთან ერთად ჩააქრო.


