„სუხიშვილების“ მოცეკვავის ქეთი ხადურის და მისი რჩეულის, გიორგი ხვისტანის ქორწილმა საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა.
წყვილის სიმღერის და ცეკვის პარალელურად, პატარძალმა „სუხიშვილების“ მოცეკვავეებთან ერთად, სტუმრებს საოცარი სანახაობა აჩუქა და ანსამბლთან ერთად იცეკვა.
ამჯერად ქეთი სოციალურ ქსელში აზიარებს კადრებს, სადაც ქორწილისთვის მზადებაა ასახული.
წყვილმა ამჯერადაც უამრავი თბილი კომენტარი და მოწონება დაიმსახურა.
„ულამაზესები“, „ქეთი და გიორგი, უდიდეს ბედნიერებას იმსახურებთ“, „ძალიან კარგები ხართ“, – წერენ ფოტოების კომენტარში.
მცირე ხნის წინ ქეთიმ „ფორტუნასთან“ ქორწილის დეტალებზე ისაუბრა.
„ქორწილის დაგეგმვის პროცესი როგორც სტრესული, ასევე სასიამოვნოა, სიხარულს ახლავს შფოთი და ნერვიულობა, აქვე მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ივენთკომპანია flowers ge-ს წევრებს,რომლებმაც ძალიან შემიმსუბუქეს საქმე და გამიმარტივეს ეს რთული პროცესი.“ – ამბობდა ქეთი „ფორტუნასთან“.
Posted by Keti Khaduri on ოთხშაბათი, 01 ოქტომბერი, 2025