LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო, ვიდეო: „უსასრულოდ ასახდენი და სამუდამოდ ახდენილი ოცნება ხარ ჩემს ცხოვრებაში“ – ვინ არის ილია სულამანიძის ულამაზესი შეყვარებული

399
Untitled design

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრმა, ილია სულამანიძემ (100 კგ) პარიზის ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.

23 წლის ქართველი ტურნირის ფინალში აზერბაიჯანელი ზელიმ კოცოევთან დამარცხდა და თავისთვის სადებიუტო ოლიმპიადაზე ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.

აღნიშნულის შემდეგ ილია მიმართ საზოგადოების ნაწილის ინტერესი განსაკუთრებით გაიზარდა.

ილია სულამანიძეს ჰყავს მშობლები და ძმა. შაკოსა და ილიას შორის სხვაობა ერთი წელია, ილია ძმაზე ერთი წლით უმცროსია და ისინი ერთ კლასში სწავლობდნენ. როგორც ცნობილია, შაკოც ჯუდოკა იყო, თუმცა ტრავმა მიიღო და ვარჯიში ვეღარ გააგრძელა. ძმებმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი დაამთავრეს, შაკომ კი ფიტნეს აკადემიაში გააგრძელა სწავლა.

რაც შეეხება ილია სულამანიძის შეყვარებულს, მისი რჩეული ასევე სპორტსმენი, მოცურავე თაკო მეგრელიძეა. თაკოს არაერთ შეჯიბრში აქვს მონაწილეობა მიღებული და მის კარიერაში წარმატებაც ბევრია. 21 წლის უმშვენიერესი თაკო საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტია და სამართალმცოდნეობას სწავლობს.

„უსასრულოდ ასახდენი და სამუდამოდ ახდენილი ოცნება ხარ ჩემს ცხოვრებაში“ – წერდა ილია სულამანიძე მისი და თაკო მეგრელიძის ვიდეოზე.

ფოტო, ვიდეო: Facebook „და ქალი“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g