როგორც ცნობილია, პარიზი „მოდის კვირეულს“ მასპინძლობს. ცოტა ხნის წინ ნარა ბაპტისტა და ვენსან კასელი KidSuper-ის მამაკაცის კოლექციის ჩვენებას დაესწრნენ.
ახლა კი ცნობილი ხდება, რომ კასელის ყოფილი მეუღლე, ტინა კუნაკიც ამავე კვირეულის ფარგლებში, Jacquemus „ივენთს“ დაესწრო.
კასელის ყოფილმა და ახლანდელმა მეუღლეებმა „ინსტაგრამზე“ ჩვენებიდან კადრებიც გაავრცელეს და მედიაში კომენტარებიც გამოიწვიეს.
„მათი შეხვედრა გარდაუვალი იყო“, „ისინი ვერ აარიდებენ შეხვედრას თავს“, „ვენსან კასელი ორ შოკოლადს შორის“, – არ წყდება კომენტარები.
მიუხედავად ვარაუდებისა, ოფიციალური ინფორმაცია არ დადასტურებულა, შეხვდნენ თუ არა ორი მოდელი ერთმანეთს „პარიზის მოდის კვირეულის“ ფარგლებში და საერთოდ, იცნობენ თუ არა თუ არა ტინა და ნარა ერთმანეთს.
ცნობისთვის, ვენსან კასელს ტინა კუნაკისგან ქალიშვილი, ამაზონი ჰყავს, ხოლო ნარასგან ვაჟი, კაეტანო.
„ეგზოტიკის პრინცესა“ – ტინა კუნაკი მოგზაურობიდან გასაოცარ კადრებს გვიზიარებს