The Weeknd 2021 წლის „სუპერ-ბოულის“ ჰედლაინერია. კანადელი მომღერალი ამერიკის ეროვნული საფეხბურთო ლიგის ჩემპიონატზე იმღერებს.
,,როდესაც შენი ნიჭი უსაზღვროა, შენი ადგილი მსოფლიოს უდიდეს სცენაზეა’’ – აღნიშნულია პოსტერზე, რომელიც შუალედური შოუს სპონსორმა – ,,პეპსი’’ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
სუპერ-ბოული 7 თებერვალს, Raymond James-ის სტადიონზე, ფლორიდაში გაიმართება. ჯერ-ჯერობით უცნობია, ვინ შეასრულებს ამერიკის ეროვნულ ჰიმნს ფინალური მატჩის წინ.
შეგახსენებთ, რომ გასული წლის „სუპერ-ბოულის“ ჰედლაინერები ჯენიფერ ლოპესი და შაკირა იყვნენ.
ჯენიფერ ლოპესისა და შაკირას ისტორიული სუპერშოუ „სუპერ ბოულის” ისტორიაში (ფოტო/ვიდეო)