და აი, დადგა ახალი წელი, ვარსკვლავები კი სოციალურ ქსელში უამრავ ფოტოს აქვეყნებენ, სადაც ასახულია, თუ როგორ შეხვდნენ ისინი ახალ 2020 წელს.
როგორც იცით, ლეგენდარულმა მადონამ ტურნე ჯანმრთელობის გაუარესების გამო გადადო, ის ახლა ოკეანის სანაპიროზე იმყოფება და დღესასწაულებს შვილებთან და შეყვარებულთან ერთად ატარებს.
„ორი ტრავმის მიუხედავად ახალ წელს პოზიტიურად შევხვდი”– წერს ვარსკვლავი.
ჯეი ლომ ოჯახური ფოტოსესია მოაწყო და ფოტოები, სადაც ის შვილებთან და საქმროსთან, ალექს როდრიგესთან ერთად პოზირებს, მისალოც ბარათებზე დაიტანა.
მერაია ქერის სახელი უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში ხშირად გავიგეთ, მომღერალს საოცრად წარმატებული წელი ჰქონდა, მისმა საშობაო სიმღერამ All i want for christmas is you უამრავი ჯილდო მიიღო, რეკორდები მოხსნა და 25 წლის შემდეგ, ჩარტებიც დაიპყრო. ვარსკვლავი ფოტოს გვიზიარებს, სადაც ის საღამოს კაბაში, შვილებთან ერთად პოზირებს.
„მშვიდობას, ჰარმოანის და სიყვარულს გისურვებთ” – წერს სანტას ქუდში გამოწყობილი მომღერალი სელენ დიონი.
მას შემდეგ, რაც ჯასტინ ბიბერმა სცენაზე „დიდი დაბრუნება” დააანონსა, ის მეუღლესთან ჰეილი ბოლდიონთან ერთად კალიფორნიაში გაემგზავრა და ახალ წელს მზიან ქალაქში შეხვდა.
კეტი პერიმ და მისმა საქმრომ, მსახიობმა ორლანდო ბლუმმა სოციალურ ქსელში იჯახური ფოტო გაგვიზიარეს და წელს: „შუაღამის დადგომამდე დაწოლა ნიშნავს იმას, რომ ზუსტად იცი, როგორ უნდა დაიწყო ახალი წელი სწორად”
მაილი საირუსმა ტორტზე სანთლები ჩააქრო და „იუთუბზე” ბოლო 10 წლის შემაჯამებელი ცხოვრებისეული ვიდეო გაგვიზიარა.