46 წლის დიზაინერი, ვიქტორია ბექჰემი საზოგადოების გაოცებას მუდამ ახერხებს, მის სტილს აფასებენ და იმეორებენ. რამდენიმე დღის წინ, ბექჰემების ოჯახი „ხსოვნის კვირის“ აღსანიშნავად შეიკრიბა და სოციალურ ქსელში ოჯახური ფოტოც განათავსა.
ვიქტორია შესანიშნავ ფორმაში იყო, მას ორ ფერში, ნარინჯისფერსა და ლურჯ ფერებში გადაწყვეტილი სვიტერი ამშვენებდა. აი მისი მეუღლის, დევიდ ბექჰემის „ლუქი“ კი ცოტა უცნაურია. ფეხბურთელმა კლასიკურ, ნაცრისფერ პიჯაკზე შეაჩერა არჩევანი, მას ყავისფერი შარვალი შეუხამა, თუმცა მისი ტალახიანი, საკმაოდ გაცვეთილი, უზარმაზი ჩექმა კონტექსტიდან სრულიად იყო ამოვარდნილი.
საზოგადოების ვარაუდით, ვიქტორიას უბრალოდ დაავიწყდა ფოტოდან მეუღლის ჩექმების ამოჭრა და ისე განთავსება სოციალურ ქსლეში.
„დევიდი ბაღჩაში მუშაობდა და პიჯაკი უცბად, ფოტოსთვის გადაიცვა“ – წერენ კომენტარებში.