Volkswagen Commercial Vehicles-ის დანაყოფმა მოდიფიცირებული ელექტრონული მინივენის ID.Buzz-ის ხაზი გააფართოვა. ამჯერად საუბარია ბორბლებიანი სახლის შედარებით ბიუჯეტურ მოდელზე, რომლის შემუშავებაც დიდ ხარჯებთან არაა დაკავშირებული.
სპეციალური მოდული, სახელად BusBox-4 ელექტრო ვენის საბარგულში დაამონტაჟეს და მისი საშუალებით ცივილიზაციისგან მოშორებით კომფორტულად დასვენებაა შესაძლებელი. მოწყობილობათა სიაშია მაგიდა, პირსაბანი, ღუმელი და 10 ლიტრიანი წყლის რეზერვუარი.
ასეთი მოწყობილობა გაყიდვაში ნოემბრის თვიდან გამოჩნდება და მისი ფასი მხოლოდ 3 ათასი ევრო იქნება. თუკი გავითვალისწინებთ იმასაც, რომ Volkswagen Id. Buzz-ის ფასი 64 ათასი ევროა, კემპერისთვის ერთობ მისაღები წინადადებაა.