LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: „წარმოუდგენლად ბევრი მილოცვა და თბილი სიტყვა მივიღე, რის გამოც უბედნიერესი ვარ…უღრმესი მადლობა ყველას“ – ნუცა ბუზალაძე

249
2025-06-09_23-10-51_257748

ნუცა ბუზალაძემ ახლახან სოციალურ ქსელში თავის ამერიკელ აგენტთან, დარენ პრინცთან ერთად გადაღებული ფოტოები გადაიღო და საზოგადოებას ამცნო, რომ მასზე დაინიშნა.

ულამაზესი ბრილიანტის ბეჭედიც წარმოგვიდგინა, რომელიც მას რჩეულმა აჩუქა.

როგორც მომღერალი წერს, უამრავი მილოცვა და თბილი კომენტარი მიიღო, რის გამოც უბედნიერესია.

„წარმოუდგენლად ბევრი მილოცვა და თბილი სიტყვა მივიღე, რის გამოც უბედნიერესი ვარ. უღრმესი მადლობა ყველას“, – წერს ნუცა ბუზალაძე.

ვინ არის ნუცა ბუზალაძის 55 წლის ამერიკელი რჩეული და როგორ იშოვა პირველი მილიონი – „მილიონერი, რომელმაც საკუთარი თავი შექმნა…“

მათი ამბავი მას შემდეგ დაიწყო, რაც ნუცა „ამერიკის ვარსკვლავის“ კონკურსანტი იყო და დარენი თავისი ვოკალური მონაცემებით მოხიბლა.

ახლახან ნუცამ სიმღერა ჩაწერა სიყვარულზე და აღნიშნა, რომ მის ცხოვრებაში სწორედ ისეთი სიყვარულია, რომელზეც მღერის და რომელსაც მთელი ცხოვრება ელოდებოდა.

ნუცას რჩეულმა პირველი მილიონი იშოვა მაშინ, როდესაც 14 წლისამ ბეისბოლის ბარათების გაყიდვა დაიწყო, ეს ბიზნესი მოგვიანებით სწორედ მილიონ დოლარად გაყიდა. შემდეგ კი შოუბიზნესისა და სპორტის სფეროებით დაკავდა. როგორც აგენტი, ის მუშაობდა ისეთ წარმატებულ ადამიანებთან, როგორებიც არიან მუჰამედ ალი, მეჯიქ ჯონსონი, პამელა ანდერსონი და კარმენ ელექტრა.

ინტერნეტში ის არის მოხსენიებული, როგორც „მილიონერი, რომელმაც საკუთარი თავი თავად შექმნა“.

უკვე 24 წელია, ის ებრძვის ნარკოტიკულ საშუალებებზე დამოკიდებულებას და თავისი ცხოვრების მიზნად აქცია, დაეხმაროს ადამიანებს, რომლებიც დამოკიდებულები არიან.

დარენ პრინცი 1970 წლის 6 თებერვალს ნიუ ჯერსიში დაიბადა, ის 55 წლისაა. შესაბამისად, მასა და ნუცა ბუზალაძეს შორის საკმაოდ დიდი ასაკობრივი სხვაობაა, 27 წელი.

დარენ პრინცი წერს, რომ წყვილს ღმერთის სიყვარული აერთიანებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g