LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: We’ll be back –  არნოლდ შვარცენეგერი „ტერმინატორის“ სლოგანიანი პირბადით სეირნობს

105
safe-image

72 წლის ლეგენდარული მსახიობი, არნოლდ შვარცენეგერი საზოგადოების წინაშე აქტიურად ჩნდება, ხან ცხოველებთან ერთად ვიდეოს იღებს და საზოგადოებას სახლში დარჩენისკენ მოუსწოდებს, ხანაც ქუჩებში მოტოციკლეტით სეირნობს.

ფოტო: 72 წლის არნოლდ შვარცნეგერი სახლში მოტოციკლით მიემგზავრება

72 წლის მსახიობი პაპარაცებმა ლოს-ანჯელესში მაშინ გადაიღეს, როდესაც ის მოტოციკლით სახლისკენ მიემართებოდა

ახლა კი „ტერმინატორის“ ვარსკვლავმა საზოგადოების ყურადღება დამცავი პირბადით მიიქცია, მსახიობი კალიფონიის ქუჩებში, ველოსიპედით მოსეირნე დააფიქსირეს, მას შავი პირბადე ეკეთა, რომელზეც საკულტო ფილმის, „ტერმინატორის“ გადაკეთებული სლოგანი, We’ll be back (ჩვენ დავბრუნდებით) ეწერა.

გასეირნების შემდეგ კი მსახიობმა „ინსტაგრამზე“ ფოტო გამოაქვეყნა და საზოგადოებას ამცნო, რომ აღნიშნული პირბადეების შეძენას ისინიც შეძლებდნენ. გაყიდული პირბადეებიდან შემოსული თანხა  საქველმოქმედო ფონდში გადაირიცხება.

https://www.instagram.com/p/B_IodvegQL2/

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები