LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: „ყველაფერი კარგად იქნება!!“ – თბილისიდან წასული მოხალისე ბიჭები თოვლმავალი მოტოებით გურიის სოფლებში გადაადგილდებიან და ადგილობრივ მოსახლეობას საკვებითა და მედიკამენტებით ამარაგებენ

498
გურია

თბილისიდან წამოსული მოხალისეები, გურიაში დიდთოვლობით დაზარალებულ ოჯახებს ეხმარებიან. ფაქტის ამსახველი ფოტოები და ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში, ჯგუფში „მოხალისეები გურიისთვის“ ვრცელდება.

მოხალისეები გურიის სოფლებში თოვლმავალით გადაადგილდებიან და ოჯახებს საკვებსა და მედიკამენტებს აწვდიან.

„ზემოხეთში და ჩომეთში ვიყავით დღეს, ხვალ კიდე ვაპირებთ ასვლას 3 ოჯახს უნდა ავუტანოთ წამლები და პროდუქტი… ყველაფერი კარგად იქნება!! ფიზიკურად ყველას ვერ გპასუხობთ და არ მიწყინოთ“, – წერს ერთ-ერთი მოხალისე გახელაძე და სოციალურ ქსელში ფოტოებს აქვეყნებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g