LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: ყველაზე მძლავრი Mercedes-AMG ჰიბრიდია

142
mecedesamg

Mercedes-AMG–ის დანაყოფმა ახალი GT 63 S E Performance–ის მახასიათებლები გაამხილა. ეს იქნება არამხოლოდ ყველაზე ძლიერი ავტომობილი, არამედ პირველი მოდელი, რომელიც კონკრეტულად მისთვის შექმნილ ჰიბრიდულ ძრავს მიიღებს.

100 კმ/სთ–მდე ასაჩქარებლად ოთხკარიანი 3 წამზე ნაკლებ დროს დახარჯავს და შეუძლია რომ მხოლოდ ელექტროენერგიითაც გადაადგილდეს, თუმცა მხოლოდ 12 კილომეტრი. სუპერჰბრიდი მოძრაობაში ბენზინის V8 ძრავს მოჰყავს და ელექტროძრავთან ერთად საერთო სიმძლავრე 843 ცხენია.

ავტომობილის უკანა ნაწილში დამონტაჟებულია ასევე 6,1 კილოვატიანი ელემენტი, რომელიც Daimler–მა ფორმულა 1–ის ტექნოლოგიით შექმნა. მოწყობილობა სვლის მარაგზეა ორიენტირებული და არა ენერგიის სწრაფ გამომუშავებაზე. ელემენტი 89 კილოგრამს იწონის და ინდივიდუალური გაგრილების სისტემითაა აღჭურვილი.

გადაცემათა კოლოფი 9 საფეხურიანი ავტომატია. 200 კმ/სთ–მდე ასაჩქარებლად სუპერქარს 10 წამზე ნაკლები დრო სჭირდება. მაქსიმალური სიჩქარე კი 316 კმ/სთ–ია.

Mercedes-AMG GT 63 S E Performance–ის საჯარო პრემიერა 7 სექტემბერს, მიუნხენის ავტოსალონზე შედგება. მოდელის ფასს და ბაზარზე გამოსვლის თარიღსაც სავარაუდოდ ამის შემდეგ გაამხელენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g