LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: „ზედ ჭავჭავაძის გამზირზე, 3 კაცი ერთდროულად თუ გავა ჩამოინგრევა“ – ირაკლი როსტომაშვილი

335
ipiccy_image

მენაშენეთა ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარე, ირაკლი როსტომაშვილი თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე არსებული ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ამსახველ ფოტომასალას ავრცელებს და იმ საფრთხეებზე წერს, რაც შესაძლოა ამ შენობის ავარიულობას მოჰყვეს.

„ზედ ჭავჭავაძის გამზირზე. აივნის რკინა/ბეტონის კონსტრუქცია, ფაქტობრივად, აღარ არსებობს. არმატურა დაჟანგულია, ბეტონი გამოფიტულია (ბალახია ამოსული). 3 კაცი ერთდროულად თუ გავა ჩამოინგრევა. ისე, ცოტა ხანი თავის თავს დაიჭერს“, – წერს როსტომაშვილი სოციალურ ქსელში და შემდეგ კითხვას სვამს: ეს აივანი რომ ჩამოინგრეს ვინ იქნება დამნაშავე?!

ცნობისთვის, მენაშენეთა ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარე თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში არსებული საცხოვრებელი კორპუსების ავარიულობის საკითხზე ხშირად წერს და ამ პრობლემაზე აქტიურად საუბრობს. მისი თქმით, 4-5 ბალიანი მიწისძვრის შემთხვევაში, თბილისის და სხვა დიდი ქალაქების ნახევარზე მეტი ნანგრევებად იქცევა.

4-5 ბალიანი მიწისძვრის შემთხვევაში, თბილისის და სხვა დიდი ქალაქების ნახევარზე მეტი ნანგრევებად იქცევა – ირაკლი როსტომაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები