ქართველი ბლოგერი სოფია კვინიკაძე, რომელიც სოციალურ ქსელში Depressed Georgian in South Korea სახელითაა ცნობილი, სამხრეთ კორეელ მამაკაცზე დაინიშნა.
სოფია სოციალურ ქსელში გამომწერებს საქორწილო ფოტოსესიიდან კადრებს უზიარებს, სადაც წყვილი საოცრად ლამაზად გამოიყურება.
,,პრინცი და პრინცესა”…,,რა სილამაზე და სისაყვარლეა”…,,როგორი პრინცესული კაბაა, ძალიან ლამაზი ფერია”…,,ზღაპრის გმირებს გავხართ”…,,მიყვარს თქვენი ყურება, იხარეთ”, – ვკითხულობთ კომენტარებში.
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე ხნის წინ სოფიამ მოულოდნელი ნიშნობის კადრები სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
ცნობილია, რომ ქორწილი 25 აგვისტოს გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ სოფია სეულში ცხოვრობს და მუშაობს. ქართველი ბლოგერის რჩეული კი მისივე კოლეგაა.
ფოტო/ვიდეო: ქართველი ბლოგერი სოფია კვინიკაძე სამხრეთ კორეელ რჩეულზე დაინიშნა
ვიდეო: „აბა კარგად გამოსდის?” – სოფია კვინიკაძის სამხრეთ კორეელი რჩეული ქართულად ალაპარაკდა
ფოტო: ,,ულამაზესი ხარ, საოცარი კაბაა” – სოფია კვინიკაძე საქორწილო ფოტოსესიიდან კადრებს გვიზიარებს