LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო – ზურა შევარდნაძე: “წუხელ დავბრუნდი მაღალი აჭარიდან…არსად ისე არ ხარობენ სტუმრის მისვლით როგორც აქ, გულით ხარობენ”

221
BeFunky-collage (11)

ცნობილი მებაღე ზურა შევარდნაძე მაღალმთიანი აჭარიდან, კერძოდ, ხულოდან ფოტოებს აზიარებს.

როგორც შევარდნაძე აღნიშნავს, არსად ისე არ ხარობენ სტუმრის მისვლით როგორც აქ.

“წუხელ დავბრუნდი ხულოდან, მაღალი აჭარიდან.

არაა მეორე კუთხე ქვეყანაზე სადაც ასე შრომობენ. ერთადერთი ხალია მთელს საქართველოში რომლებიც ჯერ კიდევ მომთაბარეობენ, წელიწადის თითქმის ნახევარს მემთევრობენ. ბარის სახლებში ზამთრობენ, საქონელს აზამთრებენ. უკვე ხნავენ და თესავენ, მიწაში ჩასაყრელს ყველაფერს ჩაყრიან და მთაში გარეკავენ საყოლს. სექტემბრის შუამდე იქ დარჩებიან და მთელი ზაფხულის ნადავლს ოჯახს შემატებენ. ბარში ახალგაზრდები ისაქმებენ, ისინი “ჭალობენ, ყანობენ”.

ყველა ჩქარობს, ვერ ნახავ უქმად მჯდომს ვერც ქალს, ვერც კაცს, ვერც ბავშვს, ყველას თავისი საქმე და საკეთებელი გამოუძებნია. დაუხნავს, დაუმუშავებელს, მიტოვებულ მიწის ვერც ერთ ნაგლეჯს ვერ იპოვნი. შესვენების დროს ქალები სხედან ერთად და ქსოვენ, ქარგავენ, ერთიმეორეს ეჯიბრებიან ვინ უფრო ააჭრელებს და წმინდად იქს.

არსად, არსად ისე არ ხარობენ სტუმრის მისვლით როგორც აქ, გულით ხარობენ.

“სტუმარს მისი რიზღი და ბერექეთი (ხვავი და ბარაქა) მას მუაქ მისი თან ასი, იმ ასიდან ჰაჰა ერთი მან შესჭამოს დანარჩნს შენსას დასტევს გეიარს და წევა..” ასე ამართლებენ თავგადაკლულ მასპინძლობას. აქაო და თქვენი სტუმრობით ჩვენ ვრჩებით ნასარგებლებიო.
“სტუმარს ღმერთი გვიგზანის, ღმერთის სამსახურში დევიღალო იზამს განა? დევკუთო გამცვითოს გამჩენელმა..”

“მიირთვი სტუმარო, მიირთვი ნაყიდი ხომ არ გვაქვს, ჩვენია, ჩვენი შრომით მოწეული, თქვენს საკადრისად ვერ გმასპინძლობდეთ ეგება მარა ალალია, გულით მოგართვით, მიირთვით ბუირუნ სტუმარო..”

ღმერთო აცოცხლე, ამრავლე, სიკეთეში და სიხარულში ამყოფე ეს მშრომელი, წესიერი ხალი.

როგორც დიდნენემ თქვა გუშინ მისდა: ” გამჩენელო საბრი (გაძლება) და ძალა მომეც მენაც და სხვასაც..”

ერთიმეორეზე სასწაულ ამბვებს აჭარიდან ნელ- ნელა მოგაწვდით დიდი და დიადი გეგმები გვაქვს. (“ტყულაი კიარ ვბლაყუნობ..”)

ფოტოები გუშინდელია (თოვლიანიც) #ზაქარიაჭელიძე” – წერს ზურა შევარდნაძე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g