ზურაბ ზვიადაური სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. სოციალურ ქსელში გიორგი მდინარაძე ავრცელებს ფოტოებს, სადაც ჩანს, რომ პირველი, რაც სპორტსმენმა გათავისუფლების შემდეგ გააკეთა, ძმის საფლავის მონახულებაა.
ზურაბ ზვიადაურს ახლობლები გათავისუფლებას ულოცავენ.
თელავის რაიონულმა სასამართლომ 16 აგვისტოს წინანდლის ტყეში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებული ძიუდოისტი დღეს 50 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.