საახალწლო განწყობა პანდემიის მიუხდავად თბილისის ქუჩებში მაინც იგრძნობა. ქვყნის მთავარი ნაძვის ხე წელს განსაკუთრებით ლამაზია. მასთან ფოტოს გადაღების მსურველი ძალიან ბევრია.
საახალწლო განწყობა უკვე იგრძნობა პრეზიდენტის რეზიდენციაშიც. სალომე ზურაბიშვილის რეზიდენციას თავისუფლად შეიძლება ვუწოდოთ ჯადოსნური.
სასახლე ფლორისტმა მარიკა დანელიამ „არტ ფლოს დიზაინის“ ფლორისტებთან ერთად მორთო. პლორისტები სასახლის მორთვაზე სამი კვირის განმავლობაში ზრუნავდნენ.
ორბელიანების სასახლის შეფასება თავადაც შეგიძლიათ. გთვაზობთ ფოტოგრაფ გოგა ჩანადირის თვალით დანახულ ორბელიანების სასახლეს.
მისივე ინფორმაციით, ჩიჩილაკი, რომელიც ორბელიანების სასახლის სავიზიტო ბარათია, ზურა შევარდნაძისა და მისი “გარდენიას” ნაღვაწია.