LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტოები: ბათუმი გალაკტიონ ტაბიძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალს – „ზღვა და ქართველები“ მასპინძლობს

151
„ზღვა და ქართველები“

ბათუმი გალაკტიონ ტაბიძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალს – „ზღვა და ქართველები“ მასპინძლობს. პროექტის დამფუძნებელია კინოდოკუმენტალისტი ნინო ხოფერია.

ფესტივალის იდეა დამფუძნებელს მას შემდეგ გაუჩნდა, როდესაც არქივში აღმოაჩინა გალაკტიონ ტაბიძის ხმის უცნობი ჩანაწერი, სადაც პოეტი საუბრობს საქართველოსთვის ზღვის ისტორიულ და სტრატეგიულ მნიშვნელობაზე, ამბობს, რომ ეს ფენომენი სათანადოდ უნდა იქნას ასახული ლიტერატურასა და ხელოვნებაში და გეგმავს ამგვარი დღეების ჩატარებას ბათუმში. ფესტივალი, სიმბოლურად იმ სივრცეში იმართება, სადაც პოეტმა 1953 წელს ეს სურვილი გააჟღერა.

პროექტი ბათუმის მერიით მხარდაჭერით იმართება. ფესტივალი გაიხსნა ფოტოხელოვან ანრი ტაბაღუას ექსპოზიციით სახელწოდებით – „ზღვისპირა ქალაქი“. გაიმართა გალაკტიონის შესახებ შექმნილი დოკუმენტური ფილმის „ძეგლი ზღვის პირას“ ჩვენება და პოეტის ლექსზე შექმნილი სიმღერის პრემიერა სოფო ხალვაშის შესრულებით. საღამოში მონაწილეობდნენ მუსიკოსები ინგლისიდან, რომლებმაც ლონდონში ქართული ანსამბლი შექმნეს.


ფესტივალი ხუთდღიანია. მრავალფეროვანი პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია გამოფენები, ლიტერატურული შეხვედრები, ფილმების ჩვენება, მუსიკალური საღამოები და შეხვედრა ხელოვნების სფეროს სხვადასხვა წარმომადგენელთან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g