გონიოში ავარიის შედეგად გარდაცვლილი მეგი ჯაიანის და, ნაზი ჯაიანი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს და გვიზიარებს ჩანაწერებსაც, რომელიც მეგის 10 წლის ასაკში ჰქონდა დღიურში ჩაწერილი.
როგორც ნაზი ჯაიანი წერს, ახალი წლის შესახვედრად მეგი განსაკუთრებულად ემზადებოდა ხოლმე.
„ჩვენთვის „ბედნიერი ახალი წლის“ მილოცვაც და აღნიშვნაც 2025 წელს დასრულდა… წინა წელს საახალწლოდ მეგი ფუსფუსებდა ჩვენთან, მეგიმ გაამზადა და თან დაგვახვედრა ყველაფერი იდეალურად ❤️🩹 ისიც კარგად მახსოვს, ტოლმა დარჩა გაზზე და დაეწვა, მაგრამ არ შეიმჩნია და გააგრძელა საახალწლო სამზადისი… ♥️
რა თქმა უნდა ამ წელსაც ერთად შევხდებით, ფიზიკურად ცალ-ცალკე მაგრამ სულიერად ჩვენ ყველგან და ყოველთვის ერთად ვართ, სადაც არ უნდა ვიყო ყველგან ვგრძნობ ჩემი დის სიახლოვეს.. ❤️🩹
10 წლის მეგიკუნას ჩანაწერებსაც გიზიარებთ, ყველამ მინდა იცოდეს, რომ მეგიკუნა ასაკით პატარა იყო მაგრამ დიდი გულის მატარებელი ადამიანი… ❤️🩹 იშვიათი იყო მისნაირი კეთილი და უბოროტო, ვერასდროს ვერ შევეგუები მის არ ყოფნას და არც მინდა რომ ეს ყველაფერი ბოლომდე გავიაზრო…💔 ყოველდღე უფრო მეტად ვაცნობიერებ რამდენი აუხდენელი ოცნება, მიზანი და საქმე დაგრჩა ამ ქვეყნად…
თუ იმ ქვეყნად არსებობს სამყარო, რაშიც დარწმუნებული ვარ, ზუსტად ვიცი იქაც ყველას ისე შეაყვარებ თავს, როგორც 22 წელი ახერხებდი აქ! ♥️
ახლაც წვიმს და ჩემი საფიქრალი მხოლოდ ისაა, რომ გაწვიმს და ვერაფრით ვერ გეხმარები, ნეტა ძალიან ხომ არ გცივა…?! 💔“, – წერს ნაზი ჯაიანი.
ცნობისათვის, 2025 წლის 14 ივნისს, გონიოში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 25 წლამდე ასაკის სამი ახალგაზრდა – მეგი ჯაიანი, ანა მახარაძე და სალომე გორგაძე ემსხვერპლა.
