ზესტაფონში მცხოვრები შორენა ონიანი გასული წლის ნოემბერში მშობიარობის შემდეგ გარდაიცვალა. მისი მეორე ნახევარი, გიგა ცხელიშვილი ტყუპ ბიჭებს ზრდის და ხშირად გვიზიარებს უსაყვარლესი ბავშვების ფოტოებს.
ტყუპები დღეს 1 წლის იუბილეს აღნიშნავენ.
„დაჩის და დანიელის დაბადების დღეა დღეს ❤️ დღეს ამ ორი ოქროს ბავშვის დაბადების დღეა – 12 ნოემბერი ❤️ გილოცავთ მამიკო დიდი სიყვარულით ❤️ ლაღი ბავშვობა და სიხარული არ მოგკლებოდეთ“, – წერს გიგა ცხელიშვილი.
