LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტოები: „ღვთაება ხარ“ – ირაკლი მაქაცარიას რეაქცია საყვარელი ქალის ფოტოზე

36231
BeFunky-collage

ირაკლი მაქაცარიასა და ლიზა ჩიჩუას წყვილი საზოგადოებაში დიდი პოპულარობით სარგებლობს.

აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდია, ცნობილი შეყვარებული წყვილი თავშეყრის ადგილებში თითქმის სულ ერთად ჩნდება.

შეყვარებულები თავიანთ მიმდევრებს სოციალურ ქსელში ხშირად ანებივრებენ ერთად ყოფნის ამსახველი ფოტო თუ ვიდეო ისტორიებით. ასრულებენ ტიკ-ტოკის არაერთ ცნობილ ტრენდს.

ამჯერად, ახალი ფოტოები ლიზა ჩიჩუამ გამოაქვეყნა საკუთარ “ინსტაგრამ” გვერდზე და ტრადიციულად, არაერთი დადებითი შეფასება დაიმსახურა. ინტერნეტმომხმარებლები წერენ, რომ ლიზა მუდმივად ბრწყინვალე ფორმაშია და „უმაგრესი დედის ულამაზესი შვილია“.

წყვილის გულშემატკივრების არც ირაკლი მაქაცარიას კომენტარი დაუტოვებიათ ყურადღების მიღმა.

„ღვთაება ხარ“ – წერს კომენტარებში ირაკლი მაქაცარია.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g