მსახიობი ზურა ყიფშიძე 70 წლის გახდა. სხვა მრავალ ადამიანთან ერთად, ზურას დაბადების დღეს შვილიშვილი ნატალია ყიფშიძეც ულოცავს.
ნატალია მადლობას უხდის სამყაროს, რომ ზურა ყიფშიძის შვილიშვილად ყოფნა არგუნა.
„ვულოცავ ჩემს მეორე ნახევარს 70 წლის იუბილეს! მას, ვისაც ვუყურებ, ვუზიარებ მთელ ჩემს „პლეილისტს“, ვინც ჩემნაირი, ტიპური „ლომია“. მადლობა სამყაროს, რომ მცა პატივი – ვიყო შენი შვილიშვილი. The Beatles-ებზე მეტად მიყვარხარ“, – წერს ნატალია ყიფშიძე სოციალურ ქსელში.