მოდელი ჯანეტ ქერდიყოშვილი სოციალურ ქსელში ძმასთან, ჯანო ქერდიყოშვილთნ ერთად გადაღებულ კადრებს გვიზიარებს და დაბადების დღეს ულოცავს.
„მადლობა ღმერთს რომ ასეთი მზრუნველი,სამართლიანი და უთბილესი ძმა მაჩუქა. უზომოდ მიყვარხარ ჯეკო.
გილოცავ დაბადების დღეს, ჩემო საუკეთესო ნახევარო და საუკეთესო ძმაო, შენ ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავ, დღესაც და ყოველთვის“, – წერს ჯანეტი.
