საქართველოში ცნობილი ოჯახები მუდმივად იქცევს საზოგადოების ყურადღებას. განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ხოლმე სად და როგორ ისვენებენ.
შარშანდელი ზაფხულისგან განსხვავებით, გეგმები წელს თითქმის ყველას შეეცვალა და შექმნილი ეპიდვითარებიდან გამომდინარე ქართველებს ძირითადად, ადგილობრივ კურორტებზე უწევთ დასვენება.
როგორც ჩანს, რაჭის მხარე ცნობილებში აქტუალობას არ კარგავს.
დაახლოებით ორი კვირაა, რაც რაჭაში კალაძეების ოჯახი ისვენებს.
“ჩემი ოცნება ახდა” – ანუკი არეშიძე და კახა კალაძე რაჭაში ისვენებენ (ფოტო,ვიდეო)
ზაფხულის ცხელ დღეებს რაჭა-ლეჩხუმში ატარებს ცნობილი დიზაინერი მაკა ასათიანიც. მასთან ერთად იმყოფებიან შვილები და მისი დისშვილი, ულამაზესი მარიანა აჩბა.
ხვამლის მთაზე გადაღებულ ფოტოებს მარიანა “ინსტაგრამზე” ავრცელებს.