LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ფოტოები მის ქარიზმას ვერ გადმოსცემენ“ – სელმა ჰეიეკი ანგარებით გათხოვებასთან დაკავშირებულ ბრალდებას პასუხობს

218
39306752-0-image-a-52-1613384067173

ვალენტინობის დღესასწაული შეყვარებული წყვილებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღეა, თუმცა არსებობენ ისეთები, რომელთათვისაც აღნიშნული დღე ორმაგად სადღესაწაულოა. ერთ-ერთი ასეთი წყვილი, 54 წლის სელმა ჰაიეკი და 58 წლის  ფრანსუა ანრი პინოა, ისინი სწორედ ამ დღეს დაქორწინდნენ.

მსახიობი და ბიზნესმენი 12 წლის იუბილეს აღნიშნავენ, სელმამ სოციალურ ქსელში ფოტო გაავრცელა, სადაც მეუღლეს ლოყაზე კოცნის.

 

 

View this post on Instagram

 

A post shared by Salma Hayek Pinault (@salmahayek)

ცნობისთვის, ფრანსუა ანრი პინო ისეთ ბრენდებს ფლობს, როგორებიცაა „გუჩი“, „ივ-სენ ლორანი“, „ბრიონი“, „ბალენესიაგა“ და სხვები… მისი ქონება 35 მილიარდ დოლარს შეადგენს. ახლახანს საზოგადოება სელმას ანგარებიან ქორწინებაზე აალაპარაკა, ამის მიზეზი დექს შეპარდის განცხადება იყო.

„ის მდიდარ მამაკაცზე დაქორწინდა, იქნებ სწორედ ამიტომ აირჩია ის?“ – აცხადებს შეპარდი.

აღნიშნულ ბრალდებას ჰაიეკმა საკმაოდ საინტერესოდ უპასუხა:

„საქმე ისაა, რომ ფოტოები მის ქარიზმას  ვერ გადმოსცემენ,  ის დამეხმარა, რომ უკეთესი გავმხდარიყავი. ჩვენ 15 წელია ერთად ვართ და ეს სიყვარული ძლიერია“, – აცხადებს ლამაზმანი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები