კინოთეატრების პიარმენეჯერი, მაიკო სიხარულიძე აქვეყნებს პოსტს, სადაც მოუწოდებს საბავშვო ბაღების მისწავლეების მშობლებს, თუკი მათ არ სურთ და არ აქვთ საჭიროება, ბაღიდან შვილისთვის კუთვნილი სანოვაგე წამოიღონ, მაინც ნუ იტყვიან უარს სახელმწიფოს ამ საჩუქარზე და ის მათ გადასცენ, ვისაც საჭმლის ფული არა აქვს. თავად სწორედ ასე მოიქცა..
გთავაზობთ მაიკოს სტატუსსა და ფოტოებს, რომლებიც გამოაქვეყნა:
“მეგობრებო,მოგმართავთ ყველას, ვისაც შვილი ჰყავს ბაღში ? ძალიან კარგია თბილისის მერია / Tbilisi City Hall ბაღებში ბავშვებზე პროდუქტებს რომ გასცემს!
ახლა ჩემი ამბავი. ბაღში მივედი, ავიღე ჩემი კუთვნილი პროდუქტი და წავიღე შინ. ფოტოებში ნახავთ, რა სახეობებია და რამდენი ერთ ბავშვზე (საკმაოდ კარგია). ჩემ გარდა, ჩემი შვილის – გიორგის ჯგუფიდან კიდევ სამმა მშობელმა აიღო პროდუქტი, რაც მათი შვილებისთვის გამოყო მერიამ და გადმოგვცა ბაღმა, შემდეგ კი, ეს პროდუქტი მათ მომცეს მე.
მე, მეგობართან ერთად, ამ პროდუქტებს ხელი მოვკიდე და მივუტანე მათ, ვისაც მართლა და ჩვენზე მეტად სჭირდებოდა.
ერთ-ერთი,სწორედ ის ქალბატონია,რომელიც ხვალიდან ქუჩაშიც ვეღარ გამოვა, რადგან 70 წელს არის გადაცილებული და მოწყალების თხოვნითა და ურნებში დარჩენილი საჭმლის მოძიებით ირჩენს თავს და არჩენს ოჯახს. ამ ქალბატონის შესახებ მედიიდან შევიტყვე,სიუჟეტის ავტორს ვესაუბრე და სადაც დგას მოწყალების სათხოვნელად, სწორედ მისი მეშვეობით მივაგენი. ამ ქარიან დღეს, 70 წელს გადაშორებული ბებო ნამდვილად არ ელოდა ამდენ სურსათს და მისი ბედნიერების ცრემლები, დიდი ხანი მომგვრის ტანში ჟრუანტელს.
? ახლა დადგა თხოვნის დრო ? მეგობრებო, ვიცი, რომ ბევრი მშობელი უარს ამბობს ბაღიდან პროდუქტის აღებაზე, სხვადასხვა გასაგები, ხან გაუგებარი მიზეზის გამო. მე მაქვს დიდი თხოვნა ყველასთან, ვისაც პირადად არ გჭირდებთ ეს პროდუქტი, არ დაიზაროთ, გამოყავით 10 წუთი იმითვის, რომ მიხვიდეთ ბაღებში, ხელი მოაწეროთ, გაიტანოთ თქვენი კუთვნილი პროდუქტი და გადასცეთ ასაკოვან ადამიანებს, ნათესავებს, მეზობლებს,ნაცნობებს, უცნობებს, არ ვიცი, ნებისმიერს ვისაც ჩვენზე ძალიან და მართლა სჭირდება და ვისთვისაც, შესაძლოა უკიდურესად მნიშვნელოვანი იყოს ის, რასაც მერია შენი შვილისთვის გაძლევს,შენ კი მას აძლევ შენი შვილის ულუფას და ამ მაგალითით გაზრდი მას… ? ამიტომ გთხოვთ, ყველამ აიღეთ პროდუქტი და თავად წაუღეთ მათ, ვისთვისაც ხვალინდელი დღე უფრო მეტად ბუნდოვანია ?
?♀️დიდი მადლობა ჩემს 2 წლის ვაჟკაცს გიორგის, მის ჯგუფელებს,ნათია ჯაფარიძეს, იაკობ ჯავაშვილს და თამარ უთურაშვილს, რომ საკუთარი ულუფა სხვას დაუთმეს ️? მარი ბანძელაძეს.
#დარჩისახლში”