საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რომის პაპს ფრანცისკეს შეხვდა. ფოტოები საქართველოს პრეზიდენტის Facebook-ზე გავრცელდა.
პრეზიდენტის ვატიკანში ვიზიტის ფარგლებში, ქალაქ რომის ქართულ სამრევლოს ხანგრძლივი დროებითი სარგებლობის უფლებით „სან სალვატორე აიმონტის“ ეკლესია გადაეცა, სადაც წირვა-ლოცვა წლების განმავლობაში ქართულად აღევლინებოდა.