მომღერალი ნინი შერმადინი სოციალურ ქსელში სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს. როგორც ნინი წერს, ამერიკულ-ქართულ მემკვიდრეობის აღსანიშნავ საღამოზე საქართველოსა და ამერიკის ჰიმნი შეასრულა და ღონისძიებაზე სამი უმნიშვნელოვანესი აღიარება მიიღო.
ნინი შერმადინი ამ ჯილდოს მშობლებს უძღვნის და წერს, რომ ყველაზე მეტად ისინი იამაყებდნენ ნინის წარმატებით.
„მეგობრებო, დღეს ჩემთვის დაუვიწყარი და უმნიშვნელოვანესი დღე იყო ✨❤️🙏 ყველაზე მეტად ფისო და ნოდარი იამაყებდა დღეს და მინდა ეს ჯილდო მათ მივუძღვნა, ვგრძნობ, სულ ჩემთან არიან ❤️ ნიუ-იორკში, Surrogate Court-ში, ამერიკულ-ქართულ მემკვიდრეობის აღსანიშნავ საღამოზე, მხვდა პატივი შემესრულებინა ჩემი ორი სამშობლოს, საქართველოს და ამერიკის ჰიმნები. 🇬🇪🇺🇸
ღონისძიებაზე მივიღე სამი უმნიშვნელოვანესი აღიარება:
ნიუ იორკის მერისგან – Eric Adams
კონგრესმენისგან – Nicole Malliotakis
საპატიო ჯილდო – Stephen Chan
განსაკუთრებული მადლობა ქალბატონ დიანა ბაგრატიონს დაფასებისა და მხარდაჭერისთვის ❤️😍 მიყვარხარ!
13 წლის შრომის შემდეგ, (რთულია საკუთარ თავზე ამის თქმა) მაგრამ ალბათ ნამდვილად დავიმსახურე ეს აღიარება 🙏
მადლობა უფალს და მადლობა სამყაროს ყოველი დღისთვის.
ეს ყველაფერი ჩემთვის უდიდესი მოტივაციაა, გავაგრძელო გზა და ღირსეულად წარმოვადგინო ჩვენი ქვეყანა. 💫“, – წერს ნინი შერმადინი.