“დიდი სცენის” წამყვანებმა, თიკა ფაცაციამ და აჩიკო სოლოღაშვილმა “დიდი სცენის”: მეორე სეზონის წაყვანაც ითავეს. არაჩვეულებრივი წყვილი გადაცემის გაძროლასაც კარგად ართმევს თავს და თითოეული ლაივისთვის სამოსის შერჩევასაც დიდ მნიშვნელობას ანიჭებს.
ამჯერად თიკა ფაცაციამ ულამაზესი გრძელი წითელი კაბა მოირგო, ხოლო აჩიკო სოლოღაშვილმა თეთრი გაშლილი შარვალი, თეთრსავე პერანგზე ჩაიცვა და ანსამბლი შავი პიჯაკით დაასრულა. წამყვანების ჩაცმულობაზე ატელიე “მაკრატელმა” იზრუნა.



