LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტოგრაფი ნათია ღაჭავა: „მამა და ბიძა მშენებლობაზე მუშაობენ, მე კი თვეში 107 000 ლარი გამოვიმუშავე…“

18087
natiagachava

ფოტოგრაფი და სოციალური ქსელების სპეციალისტი, ნათია ღაჭავა წერს, თუ როგორ შეძლო თავისი პირველი ასი ათასი ლარის გამომუშავება და დასძენს, რომ ასეთი რამის გაკეთება ნებისმიერ ადამიანს შეუძლია.

გთავაზობთ მის პოსტს:

„როგორ გამოვიმუშავე თვეში 107 000 ლარი.

წარმოიდგინეთ გოგონა, რომელიც ცხოვრობს ბიძამისის ბინაში, ბიძაშვილებთან, მათ ნათესავებთან და და-ძმასთან ერთად. მამა და ბიძა კი მშენებლობაზე მუშაობენ.

ამ გოგონამ დაიწყო პირველი ნაბიჯების გადადგმა ფოტოგრაფიაში და სოციალური ქსელების წაყვანაში.

6 წელიწადში კი მას მაქსიმალური თვიური შემოსავალი 107 ათასი ლარი აქვს.

ეს ჩემი ისტორიაა და მინდა, გულახდილად გაგიზიაროთ თუ რას ვგრძნობ ახლა.

წარმოვიდგენდი თუ არა 6 წლის წინ, რომ თვეში მსგავსი რაოდენობის თანხას გამოვიმუშავებდი? არა. სიზმარშიც კი არ დამესიზმრებოდა.

ეს ყველაფერი ეტაპობრივად მოხდა. უდიდესი შრომა ჩავდე.

მესმის, რომ იმ ადამიანებისთვის, ვინც მილიონებს შოულობს, ეს თანხა გასაკვირი არ არის, ჩემთვის კი არის. აი, პირველი აიფონი რომ ვიყიდე და ჭკუაზე არ ვიყავი სიხარულისგან, აი, ასე ვარ ახლა. ეს პირველი ასი ათასია.

4 წლის წინ მანქანა ვიყიდე სესხით 65 000 ლარად… ახლა კი სექტემბერში ერთ თვეში გამოვიმუშავე 107 ათასი. მგონი, კიდევ ვერ გადავხარშე ეს ფაქტი, მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩემი მიზანი იყო ბოლო წელიწადის განმავლობაში.

რატომ გიყვებით ამას?

მე ვასწავლი სოციალური მედიის მართვას და ამ მართვის შედეგად თქვენი პროდუქტის და მომსახურეობის გაყიდვების გაზრდას.

მე არ გავივლიდი მსგავს კურსს ადამიანთან, ვისაც თვითონ არ აქვს ნორმალური შედეგი დადებული. მე ყოველთვის ვსწავლობდი პრაქტიკოსებთან და არა თეორეტიკოსებთან.

ის, რასაც მე ვასწავლი, საკუთარ თავზე, პროდუქტზე და მომსახურებაზე მაქვს გამოცდილი. ბოლო ერთ წელიწადში ორჯერ გავაორმაგე გაყიდვების რაოდენობა.

რამდენად წარმატებულად ვიყენებ ამ უნარ-ჩვევებს, სწორედ რომ ჩემი შედეგი ასახავს. ამიტომ გიზიარებთ.

გულწრფელად ვთვლი, რომ ადამიანს უნდა მივულოცოთ არამხოლოდ აიფონის ყიდვა, დასუსტება ან ბინის შეძენა, არამედ სხვა შედეგებიც, რომელიც მას უხარია.

დაბოლოს, მინდა რომ მოგცეთ მოტივაცია და გითხრათ, რომ პატიოსანი შრომით, ნაცნობების და მდიდარი ნათესავების გარეშეც შეიძლება, მიაღწიოთ მსგავს და უფრო დიდი შედეგსაც“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g