55 წლის მსახიობმა, სელმა ჰაიეკმა მექსიკური „ვოგის“ გარეკანი 14 წლის ქალიშვილთან, ვალენტინა პინოსთან ერთად დაამშვენა. აღსანიშნავია, რომ ეს ვალენტინას დებიუტია. ფოტოსესია საოცრად შთამბეჭდავი გამოვიდა. დედა-შვილი ფოტოობიექტივის წინაშე ჭრელი ტანისამოსით პოზირებდა. ზოგიერთი ფოტო შავ-თეთრია, იქ ვარსკვლავურ დედა-შვილს ერთი და იგივე ტანისამოსი აცვია.
14 წლის გოგონამ გამოცემას გაუმხილა, რომ მსახიობობასა და რეჟისორობაზე ოცნებობს.
ფოტო: მკერდმოშიშვლებული სელმა ჰაიეკი „მარადიულების“ პრემიერაზე 14 წლის ქალიშვილთან ერთად გამოჩნდა
ფოტო: სელმა ჰაიეკის იშვიათი გამოჩენა ოჯახთან ერთად
შეგახსენებთ, სელმა ჰაიეკს ერთადერთი ქალიშვილი ჰყავს, რომელსაც ფრანსუა-ანრი პინოსთან ერთად ზრდის.