LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტოსესიებს მშობლები ესწრებოდნენ და ანაზღაურებას იღებდნენ – პროკურორი არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის საქმეზე

545
მარიამი

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის საქმის პროკურორი  ამტკიცებს, რომ 11-ვე ბრალდებულმა იცოდა, რა შინაარსის ფოტოსესიაში მონაწილეობდნენ ბავშვები. მარიამ გოგორელიანის განცხადებით, მათ ანაზღაურებაც აიღეს, რის გამოც ის 11-ვეს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას მოითხოვს.

“ყველა მათგანს ფოტოსესიაზე შვილი თვითონ მიჰყავდა და იმყოფებოდნენ იმ ბინაში, სადაც ფოტოგადაღება მიმდინარეობდა“,- ამბობს პროკურორი. 

ამ წუთებში არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული 11 პირის სასამართლო პროცესი იწყება, სადაც დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ.

თბილისში არასრულწლოვნების პორნოგრაფიას იღებდნენ - დაკავებულია 11 პირი, მათ შორის ბავშვების მშობლები [ვიდეო]

დაზარალებული არასრულწლოვნების უფლებების დაცვის მიზნით, ტარდება შესაბამისი ფსიქო-სოციალური ღონისძიებები.

ერთ-ერთი მშობელის ადვოკატი დავით ჭიკაიძე კი უარყოფს პროკურორის ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ფოტოგადაღებებს ესწრებოდა. როგორც ჭიკაიძე აცხადებს, არასრულწლოვნის დედას ფოტოგადაღებების სანაცვლოდ ანაზღაურებაც არ აუღია.

დაკავებულ პირებს 17-დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

 

magti 5g