2016 წელს საქართველოში სამი ახალი ტურისტული საინფორმაციო ცენტრი ამოქმედდება.
როგორც ”ფორტუნას” ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ განუცხადა, საინფომაციო ცენტრების ახალი ობიექტები ფოთსა და ბაკურიანში გაიხსნება.
”წელს რამდენიმე ახალი საინფორმაციო ცენტრი შეგვემატება. ერთ ობიექტზე უკვე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს, სხვა ობიექტებზე კი რემონტის დაწყების ეტაპზე ვართ,” – აღნიშნა ჩოგოვაძემ.
ამჟამად საქართველოს მასშტაბით ტურიზმის 21 საინფორმაციო ცენტრი ფუნქციონირებს.
მათი მონაცემთა ბაზა სხვადასხვა სახის ტურისტული ობიექტების, განთავსებისა და კვების ობიექტების, მუზეუმების, გალერეების შესახებ დეტალურ ინფორმაციას მოიცავს. საინფორმაციო ცენტრები ტურისტული ბროშურებით და რუქებით არის აღჭურვილი და ტურისტებს უფასოდ ემსახურება.