LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოთში ახალი პორტი და ტერმინალი აშენდება

865DAB10-3EE3-45F1-882D-EECEC7890EBC_cx0_cy1_cw0_w1023_r1_s

ფოთში ახალი პორტი და ტერმინალი აშენდება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ „პეის ჯგუფისა“ და აშშ-ის კერძო უცხოური ინვესტიციების კორპორაციის (OPIC) მიერ პეის ტერმინალის დაფინანსების შესახებ ხელშეკრულებაზე ხელმოწერის ოფიციალური ცერემონიის დაწყებამდე განაცხადა.

„მე არაერთხელ მითქვამს, რომ ჩვენი სტრატეგიის მთავარი მიზანი გახლავთ, რომ საქართველო გადავაქციოთ რეგიონისთვის ეკონომიკურ ცენტრად, ხოლო ამ ყველაფერში ლოგისტიკას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ეს იქნება თანამედროვე სატერმინალო კომპლექსი, რომელიც განსაკუთრებულ ცვლილებებს მისცემს ქვეყნის და რეგიონალურ ეკონომიკასაც. დარწმუნებულ ვარ, ეს პროექტი გახდება ერთ-ერთი სამაგალითო არა მხოლოდ ჩვენ ქვეყანაში, არამედ მთლიანად რეგიონში. ამერიკის მთავრობის საფინანსო ინსტიტუტის მონაწილეობა ამ პროექტში და OPIC-ის მიერ გამოყოფილი 50 მილიონიანი დაფინანსება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ აშშ-სთვის საქართველო არის სანდო და მნიშვნელოვანი პარტნიორი. ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ამერიკასა და საქართველოს შორის ურთიერთობები ასეთ მაღალ დონეზე არასოდეს ყოფილა. ჩემთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ეკონომიკური განზომილება ხდება უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ჩვენს ურთიერთობაში“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მისივე თქმით, OPIC- ძალიან დიდი ღვაწლი აქვს საქართველოს ეკონომიკაში. პრემიერმა გაიხსენა ის წლები, როცა OPIC იყო პირველი კომპანია, რომელმაც დაიწყო ინვესტიციების განხორციელება საქართველოში. მამუკა ბახტაძის ინფორმაციით, OPIC-ს საქართველოში ინვესტირებული აქვს 600 მილიონზე მეტი აშშ დოლარი, რომელიც 60-მდე პროექტის რეალიზაციას მოხმარდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g