LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოთში დიდთოვლობის გამო ბაღებში და სკოლებში სასწავლო პროცესი შეჩერდება

179
foti

ფოთის მუნიციპალიტეტში მოსულმა თოვლმა პრობლემები შექმნა. ავტომანქანებს გადაადგილება უჭირთ, ხოლო გარკვეულ უბნებს ელექტროენერგია არ მიეწოდება.

ფოთის მერიის ინფორმაციით, ქალაქში გზებისა და ტროტუარების გაწმენდა ინტენსიურად მიმდინარეობს, იყრება ტექნიკური მარილი.

ამ დროისთვის, ელექტროენერგია 6 000-მდე აბონენტს არ მიეწოდება. აღდგენითი სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება და 17:00 საათისთვის მიწოდება სრულად აღდგება.

მოსალოდნელი უამინდობის გამო, 24 და 25 თებერვალს ფოთის საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი დროებით შეჩერდება. საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი შეჩერდება მხოლოდ 24 თებერვალს.

მერიის ინფორმაციით, მუნიციპალური სამსახურები საგანგებო რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g