LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოთში ეკლესიის გაქურდვისთვის ერთი არასრულსწოვანია მხილებული

376
ქურდობა ფოთი

ფოთში, წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ეკლესიის ქურდობაზე ერთი არასრულწლოვანია მხილებული. შსს-ს ინფორმაციით, შემთხვევა ოთხ მარტს მოხდა. არასრულწლოვანმა მძარცველმა ტაძრის კარები გატეხა და სამლოცველოში შევიდა.

მესანთლის სვეტლანა სიჭინავას თქმით, გატეხილია შესაწირი ყულაბები და წაღებულია თანხა.

„ეკლესიაში რომ მოვედი კარი გატეხილი დამხვდა, ჩემამდე მამაო იყო მოსული. გატეხილია ორი შესაწირი ყულაბა, თუმცა რა ოდენობის თანხაა წაღებული არ ვიცით. მამაომ მაშინვე პოლიციაში დარეკა“, – განუცხადა ჟურნალისტებს სვეტლანა სიჭინავამ.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლისსამართლის კოდექსის 177-ე  ქურდობის მუხლით მიმდინარეობს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g