LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოთში ხანძარს 60 წლამდე მამაკაცი ემსხვერპლა

129
ხანძარი

ფოთში, საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილ ხანძარს 60 წლამდე ასაკის მამაკაცი ემსხვერპლა.

არსებული ინფორმაციით, ცეცხლი რუხაძის ქუჩაზე მდებარე მაღალსართულიანი კორპუსის ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში გვიან ღამით გაჩნდა. არსებული ცნობითვე, მამაკაცი მარტო ცხოვრობდა. შემთხვევის ადგილზე მუშაობდა სახანძრო-სამაშველო ბრიგადები.

როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით დაიწყო.

ცეცხლის გაჩენის მიზეზი ამ დროისთვის ცნობილი არ არის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g