ფოთში შუახნის მამაკაცი ჩაცხრილეს. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცს ცხრა ტყვია ესროლეს.
თავდასხმა მასზე იმ დროს მოხდა, როცა მანქანიდან მასთან ერთად მყოფი შვილი გადავიდა.
მიღებული ჭრილობების გამო, მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, ის წლების განმავლობაში ემიგრანტი იყო.
“ფორტუნას” ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავე პოლიციამ უკვე დააკავა.
