LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოთში მოსულმა ძლიერმა წვიმამ ქუჩები დატბორა

89

ფოთში ძლიერი წვიმის შედეგად რამდენიმე ქუჩა დაიტბორა.

ფოთის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებლის, ლევან ჩოჩიას ინფორმაციით, ქალაქში მოქმედი შვიდივე სატუმბი სადგური გამართულად მუშაობს, თუმცა უხვი ნალექის გამო წყალს გადინება უჭირს.

ადგილობრივების თქმით, ძლიერი წვიმის დროს აღნიშნული პრობლემა მუდმივად არსებობს და სანიაღვრე არხები მოსაწესრიგებელია. მათივე ინფორმაციით, წვიმის გაგრძელების შემთხვევაში შესაძლოა წყალმა ეზოებში შეაღწიოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g