ფოთში, გრეიფრუტის მეურნეობის ტერიტორიაზე მდებარე ტბაში 45 წლამდე ასაკის მამაკაცი დაიხრჩო. არსებული ინფორმაციით, ის თევზაობდა, რა დროსაც ფეხი დაუცდა და წყალში ჩავარდა. მაშველებმა მისი ცხედარი უკვე იპოვეს.
შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ. მობილიზებული იყო პოლიცია. როგორც შსს-ში განაცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.