LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოთში წითელას ცხრა შემთხვევა დაფიქსირდა

acra

ფოთში  წითელას ცხრა შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ავრცელებს. ინფექციის სიმპტომებით სხვადასხვა კლინიკას 9 პაციენტმა მიმართა. დაავადებულთა შორის ერთი მოზარდია.

ექიმების განცხადებით, მათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდათ და ამჟამად მკურნალობას სახლში განაგრძობენ. წითელას ინფექციით დაავადებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g