LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოთში ზღვაში ორი ადამიანი დაიხრჩო

104

ფოთში ზღვაში ორი ადამიანი დაიხრჩო. არსებული ინფორმაციით, ისინი დასასვენებლად თბილისიდან იყვნენ ჩასული. გარდაცვლილები ერთი ოჯახის წევრები არიან. მათი ასაკი 50-წლამდეა.

მცდელობის მიუხედავად მაშველებმა მათი გადარჩენა ვერ შეძლეს. ცხედრები პროზექტურაში ექსპერტიზაზეა გადასვენებული.

როგორც შსს-ში განაცხადეს, ფაქტზე გამოძიება სსსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

მაშველები დამსვენებლებს საშტორმო მდგომარეობის შესახებ მთელი დღის განმავლობაში აფრთხილებდნენ და მოუწოდებდნენ, რომ ზღვაში არ შესულიყვნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g